მადლობას ვუხდი საქართველოს მთავრობას, პრემიერ-მინისტრს და მერს გამოჩენილი ნდობისთვის, ორივე საინვესტიციო პროექტის ჯამური ღირებულება დაახლოებით ექვსი მილიარდი დოლარი იქნება, ამას სამჯერ ან ოთხჯერ მეტი დადებითი ეფექტი ექნება ადგილობრივი ეკონომიკისთვის, - ამის შესახებ Emaar ჯგუფის დამფუძნებელმა და მმართველმა დირექტორმა, მოჰამედ ალი რაშედ ალაბარმა განაცხადა.
მოჰამედ ალი რაშედ ალაბარის თქმით, ინვესტიცია მოტივაციას უქმნის უამრავ სხვა ინვესტორს, რომ ნახონ, ნამდვილად შესანიშნავი რამ ხდება საქართველოში.
„უდიდესი პატივია, მქონდეს შესაძლებლობა გავიზიარო 31-წლიანი ფართომასშტაბიანი განვითარების გამოცდილება საქართველოში, თბილისსა და ბათუმში. მე მსოფლიოში 15-ზე მეტ ქვეყანაში ვსაქმიანობ ბოლო 35 წლის განმავლობაში. როდესაც პირველად ჩავედი თბილისში, მართლა დიდი შთაბეჭდილების ქვეშ აღმოვჩნდი მისი ხალხის მშვენიერებით, მისი ლანდშაფტის და არქიტექტურის მშვენიერებით. თქვენი საკვები ასევე შესანიშნავია. შემდეგ ჩავედი ბათუმში და მოვიხიბლე მისი ენერგიით, მისი მშვენიერებით. მქონდა შესაძლებლობა, მონაწილეობა მიმეღო და ჩამეტანა გარკვეული ცოდნა მასობრივი ინვესტიციების სახით ბათუმსა და თბილისში ფართო მასშტაბებით. მთელი ცხოვრება სწორედ ასე ვმუშაობ, ფართომასშტაბიან პროექტებზე. ეს მოიცავს სახლების, ბინების, გზების, სასტუმროების მშენებლობას, ასევე ლანდშაფტის მოწყობას, რესტორნებს, ბავშვების სათამაშო მოედნებს, სავარჯიშო დარბაზებს. საქართველოში რაც ყველაზე მეტად მომწონს, არის ენერგია, ეკონომიკური სტაბილურობა, საქართველოს ეკონომიკური ზრდა. ასეთი მასშტაბური პროექტები გავლენას ახდენს ადგილობრივ ეკონომიკაზე. ამ პროექტით ჩვენ ვზრდით მთლიან შიდა პროდუქტს 2-დან 4 პროცენტამდე. ეს მოიცავს დასაქმებას მშენებლობის დროს, მშენებლობის შემდეგ.
თქვენ იყენებთ კონტრაქტორებს, არქიტექტორებს, შიდა სივრცის დიზაინერებს, მასალებით მომმარაგებლებს. ჩვენ ამ პროექტით ასევე ვზრდით ცოდნას. ჩვენ ასევე უზრუნველვყოფთ უდიდეს გარემოსდაცვით პრაქტიკას. ჩვენ ყველა ერთად ვსწავლობთ და ეს ყველაფერი არის ეფექტი ეკონომიკურ საქმიანობაზე, სამუშაო ადგილების შექმნაზე, ასევე არის შემოსავალი მთავრობისთვის, ვიხდით გადასახადებს, ხალხი საქმდება და იღებს სარგებელს. თქვენ რეალურად უნდა იფიქროთ მთლიანი შიდა პროდუქტის ღირებულების ზრდაზე. ტურიზმს აქვს უდიდესი ეფექტი. დუბაიში ჩემს მოლს წელიწადში 10 მილიონი ვიზიტორი ჰყავს. საქართველოს მსგავს შესანიშნავ ქვეყანაში, ეს ინვესტიცია მოტივაციას უქმნის უამრავ სხვა ინვესტორს, რომ ნახონ, ნამდვილად შესანიშნავი რამ ხდება საქართველოში. ჩემთვის დიდი პატივია საქართველოში მუშაობა და პირობას გაძლევთ, რომ კარგი სამუშაო შესრულდება. მადლობას ვუხდი მთავრობას, პრემიერ-მინისტრს და მერს გამოჩენილი ნდობისთვის. ორივე საინვესტიციო პროექტის ჯამური ღირებულება დაახლოებით ექვსი მილიარდი დოლარი იქნება. ამას სამჯერ ან ოთხჯერ მეტი დადებითი ეფექტი ექნება ადგილობრივი ეკონომიკისთვის“, - განაცხადა მოჰამედ ალი რაშედ ალაბარმა.