18/3 - საარჩევნო სისტემაში ცვლილებები პირველი მოსმენით დამტკიცდა

01 ივლისი 2020, 18:21 1330 ნახვა

18/3-ზე საარჩევნო ფორმატი პირველი მოსმენით მიღებულია, ცვლილებას მხარი უმაღლეს საბჭოს 15-მა დეპუტატმა დაუჭირა 14 ქართული ოცნებიდან ხოლო 1 ერთი დამოუკიდებელი დეპუტატი მერაბ ბლადაძე გახლდათ. ოპოზიციამ მოსმენას ბოიკოტი გამოუცხადა, რადგან მათი თქმით თავიდან საუბარი იყო სრულად პროპორციულ სისტემაზე და ასევე მმართველი გუნდი არ ასრულებს 8 მარტს მიღწეულ შეთანხმებებს, ელგუჯა ბაგრატიონის თქმით, მხოლოდ შეთანხმების შესრულების შემდეგ ისინი დაუბრუნდებიან საკანონმდებლო საქმიანობას. კანონის სრულად მისაღებად აუცილებელია კიდევ ორი მოსმენის გამართვა. რის შემდეგაც დადასტურდება 2020-ის არჩევნების პროპორციულთან მიახლოებული სისტემით ჩატარება. მმართველ გუნდში იმასაც ადასტურებენ, რომ 2024 წლის არჩევნები უკვე სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება.
 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი