მზადება ზამთრის სეზონისთვის

03 ოქტომბერი 2016, 00:00 2503 ნახვა

აჭარის სამთო-სათხილამურო კურორტზე ზამთრის სეზონისთვის ემზადებიან. გოდერძზე სასტუმრო და 6 საოჯახო ტიპის კოტეჯი წელსაც გაიხსნება. მომავალი წლისთვის კი კურორტს კიდევ ერთი ახალი სასტუმრო შეემატება. ამჟამად, განთავსების ობიექტების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა მიმდინარეობს. იქ ტალახის ნაცვლად ფილები დაგხვდებათ. ვნახოთ,  დეტალურად რა შედის წელს გოდერძის  განვითარების გეგმებში?

რაც შეეხება გოდერძთან მისასვლელ გზას, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში გვითხრეს, რომ ამ ეტაპზე დეტალური პროექტისა და განსახლების გეგმის განახლების სატენდერო პროცედურები მიმდინარეობს. ეს პროცედურა 2017 წლის აპრილში უნდა დასრულდეს. პროექტის დაზუსტების შემდეგ ექნებათ ინფორმაცია უწყებაში,  კურორტთან მისასვლელი  გზის რეაბილიტაციის დაწყების თარიღზე. 

მაია ფუტკარაძე
რეგიონალური პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი