"გამოდი, დაიცავი“- ამ სახელწოდებით აქცია იწყება ამ წუთებში აჭარის ტელევიზიის შენობის წინ, აქცია მაუწყებლის ალტერნატიული პროფკავშირის ორგანიზებით ტარდება. აქციას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, პოლიტიკოსები და მოქალაქეები ესწრებიან. ორგანიზატორების განცხადებით, აქციის მიზანი საზოგადოების მხარდაჭერის მობილიზებაა.