წყავროკის მოსახლეობის პრობლემები

26 ივნისი 2020, 14:27 2220 ნახვა

ქობულეთის სოფელ წყავროკაში მცხოვრებლები სოფელში სასმელი წყლის, გარე განათების, ბუნებრივი აირის და გზის პრობლემაზე საუბრობენ.

მოსახლეობა ამბობს, რომ რამდენჯერმე მიმართეს ქობულეთის მერიას, თუმცა უშედეგოდ. საკითხის დროული მოგვარებისკენ მოუწოდა ხელისუფლებას დღეს ნაციონალური მოძრაობის წევრებმა. ქობულეთის მერიაში წერილობით გვიპასუხეს და აცხადებენ, რომ გზების მოწესრიგებას მერია აჭარის საგზაო დეპარტამენტთან ერთად ახორციელებს. ბუნებრივ აირთან დაკავშირებით, გაზის ტრანსპორტის კომპანიამ უკვე დაასრულა საპროექტო სამუშაოები.

რაც შეეხება წყალს, მერიის ინფორმაციით, იყო დაზიანება, ამ ეტაპზე პრობლემა აღმოფხვრილია და მოსახლეობას წყალი არსებული გრაფიკით მიეწოდება.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი