პრემიერის განცხადებით, ეკონომიკა რჩება ქვეყნის პრიორიტეტად

26 ივნისი 2020, 13:40 1630 ნახვა

ეკონომიკური სტაბილურობა დადის ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობასა და სიღარიბის დაძლევაზე, ამიტომ ის რჩება ქვეყნის პრიორიტეტად-ამის შესახებ პრემიერმა პარლამენტში ანგარიშის წარგენისას განაცხადა. 

"ეკონომიკა რჩება ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტად. საბოლოო ჯამში ეს დადის ჩვენს მოქალაქეებზე და სიღარიბის დაძლევაზე. ეკონომიკის ფუნდამენტი არის ძლიერი კერძო სექტორი, რომელიც ქმნის დამატებით სამუშაო ადგილებს, რაც არის ინსტრუმენტი სიღარიბის დასაძლევად. ეკონომიკური პოლიტიკა არ ნიშნავს მხოლოდ გადასახადების შემცირებას და ბიზნესს გარემოს.

ეკონომიკური პოლიტიკის განმსაზღვრელი კომპონენტი არის ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობა. ამ თვალსაზრისით 2019 წელი იყო საუკეთესო. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, ისევე როგორც ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი იყო 5,1%, პროგნოზზე უფრო მეტი. გაუმჯობესებულია ფისკალური პარამეტრების ნაერთი. ბიუჯეტის მიმდინარე ხარჯები მ.შ.პ.-სთან მიმართებაში შემცირდა 21%-ით, აქედან შრომის ანაზღაურებაზე მიმართული ხარჯები შემცირდა 3,6 %-ით. იმიტომ, რომ ფისკალური კონსოლიდაცია იყო ეფექტური, ჩვენ შევძელით საინვესტიციო და ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის ხარჯები გაგვეზარდა 8,4%-ით. 2019 წლის ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი 2,7 %  და მთავრობის ვალის ზღვრული მაჩვენებელი 39.8% იყო. სწორედ ამ მაკროეკონომიკური მაჩვენებლების სიმყარემ მისცა შესაძლებლობა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოებს FITCH და SMP-ის გაეზარდა საქართველოს რეიტინგი BB სტაბილურამდე"-განაცხადა გიორგი გახარიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი