მიწის რეგისტრაციის ახალი ეტაპი იწყება

25 ივნისი 2020, 11:57 1745 ნახვა

მიწის სისტემური რეგისტრაციის ახალი ეტაპი იწყება,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა  მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. გიორგი გახარიას თქმით, რეგისტრაციის ახალი ეტაპი 5 მუნიციპალიტეტს შეეხება.

"დღეს რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხია, რომელზეც მოგვიწევს მსჯელობა. პირველ რიგში, მიწის სისტემური რეგისტრაცის ახალი ეტაპი იწყება, შემდგომი ეტაპი, რომელიც შეეხება ხუთი მუნიციპალიტეტის – თეთრიწყაროს, გარდაბნის, ქარელის, გორისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის 28 ადმინისტრაციულ ერთეულს. ეს ძალზე მნიშვნელოვანი საკითხია, რამეთუ 11 ათასი ჰექტარი მიწა მოწესრიგდება. ამისთვის უკვე დაფინანსება არსებობს.ფაქტობრივად, ჩვენს მოქალაქეებს არ მოუწევთ არანაირი ხარჯის გაღება, იუსტიციის სამინისტრო შესაბამისი ინფრასტრუქტურით სრულად მოაგვარებს ამ საკითხს. იქნება სრულად შექმნილი და სრულფასოვანი საკადასტრო მონაცემები, რა თქმა უნდა, უფასოდ, საფასურის გარეშე. ეს ხელს შეუწყობს ეკონომიკური საქმიანობის გააქტიურებას სოფლის მეურნოებაში, რაც ძალზე მნიშვნელოვანი საკითხია. მოგეხსენებათ, რომ მთავრობას აქვს უკვე სამწლიანი გეგმა გამოყოფილი ბიუჯეტით, რათა სისტემური რეგისტრაცია ქვეყანაში საბოლოოდ დასრულდეს“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი