მაშველებმა გუშინ ზღვაში გაუჩინარებული კაცის ცხედარი იპოვეს

24 ივნისი 2020, 10:26 12141 ნახვა

მაშველებმა ზღვაში გაუჩინარებული კაცის ცხედარი დღეს ძველი ბულვარის ტერიტორიაზე იპოვეს. 2 დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ, 41 წლის კაცი ზღვიდან მაშველებმა გარდაცვლილი ამოიყვანეს. 

41 წლის კაცი გუშინ, 23 ივნისს გაუჩინარდა. ახლობლების ინფორმაციით, იგი ზღვაზე მარტო იმყოფებოდა. ნაპირზე იპოვეს გაუჩინარებულის პირადი ნივთები : ტანსაცმელი და მობილური ტელეფონი.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი