ბათუმის პორტში ამერიკული სამხედრო ხომალდი შემოვიდა. ეს USS Porter-ის მესამე ვიზიტია შავ ზღვაში.
''სიხარულით მივესალმებით აშშ-ის საზღვაო ხომალდ „პორტერს" შავ ზღვასა და ბათუმის ულამაზეს პორტში, სადაც უკვე მესამედ შემოდის. ვიზიტის მიზანი საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციებისა და რეგიონული საზღვაო სტაბილურობის გასაძლიერებლად ჩვენს ნატოს წევრ და მოკავშირე ქვეყნებთან ერთად ერთობლივი მზაობისა და საზღვაო შესაძლებლობების განვითარებაა'' - წერია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე.
USS Porter (DDG 78) Arleigh Burke-ს კლასის მართვადი სარაკეტო გამანადგურებელია. ხომალდს შეუძლია მოიგერიოს წყალქვეშა ნავები და ბალისტიკური რაკეტები.
აშშ-ის საზღვაო ძალების ხომალდები შავ ზღვაში მონტროს კონვენციისა და საერთაშორისო კანონების შესაბამისად ხშირად ოპერირებენ.