გადადებული რეაბილიტაცია

21 ივნისი 2020, 12:09 1069 ნახვა

ქედაში ბაგა ბაღების რეაბილიტაცია მომდევნო წლისთვის გადაიდო. მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ, რომ ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე სარემონტო  სამუშაოები დაბა ქედის #1 საბავშვო ბაღში მომავალ წელს, საზაფხულო არდადეგების დროს ჩატარდება.

პროექტი უკვე არსებობს, რომლის მიხედვითაც ბაღის კოსმეტიკურ სამუშაოებთან ერთად კეთილმოეწყობა ეზო. გასულ წელს ქედაში რეაბილიტაცია სოფელების- პირველი მაისისა და ახოს საბავშვო ბაღებს ჩაუტარდა. ქედაში სულ 15 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაა.  

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი