საერთაშორისო ტურნირი შოტოკან კარატე დო “ოუფენ ბათუმი 2016” გაიხსნა. შეჯიბრება ქალთა და ვაჟთა შორის 6 ასაკობრივ ჯგუფში ინდივიდუალურ და გუნდურ შეჯიბრებაში იმართება. ბათუმის ღია პირველობაში 5 ქვეყნის 100-მდე მონაწილეა ჩართული. სპეციალურად ამ შეჯიბრებისთვის საქართველოს სამეფო სახლის წარმომადგენელი მამუკა ბაგრატიონი ჩამოვიდა, რომელმაც მოწვეულ ტრენერს მადლობის სიგელი გადასცა. შეჯიბრება მსოფლიოსა და საქართველოს შოტოკან კარატე დო-ს ფედერაციების ორგანიზებითა და ბათუმის მერიის ფინანსური მხარდაჭერით ტარდება.