მრჩეველთა საბჭომ მაუწყებლის პრიორიტეტები განიხილა

19 ივნისი 2020, 20:29 1480 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მომდევნო წლის პრიორიტეტები მიღებულია,  დოკუმენტი კი  სამეურვეო საბჭოს გადაეგზავნება. მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარემ გიგა ჩხარტიშვილმა მენეჯმენტს დოკუმენტის მაუწყებლის ყველა თანამშრომელზე გაცნობა დაავალა. მრჩეველი გია ქარცივაძე კი ვარაუდობს, რომ პრიორიტეტებში შესაძლოა ვერ აღმოჩნდეს გადაცემების ნაწილი და დაიხუროს კიდეც, რასაც დირექტორი არ დაეთანხმა. ამასთან იყო შეთავაზება, რომ გადაცემების  გარე წარმოების   კვოტირება გაიზარდოს. სხდომაზე მრჩეველთა საბჭოს წევრმა თამილა დოლიძემ ალტერნატიული პროფკავშირების თავმჯდომარეს გუშინდელი განცხადების საპასუხოდ კორექტულობისკენ მოუწოდა და მრჩეველთა საბჭოს  -  როგორც ინსტიტუტს პატივი სცეს. ადრესატის ადგილზე არ ყოფნის გამო,  მას ალტერნატიული პროფკავშირების წევრი,  რომელიც ასევე მაუწყებლის  მრჩეველია -   გია ქარცივაძე შეეპასუხა და აღნიშნა, რომ განცხადებაში შეურაცხმყოფელი მალხაზ რეხვიაშვილის მხრიდან არაფერი ყოფილა. მრჩეველთა საბჭო გეგმავს საზოგადოებას შეხვდეს და მაუწყებლის პრიორიტეტები  დეტალურად გააცნოს.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი