არასაკმარისი და შეცვლილი გრაფიკით მოძრავ მუნიციპალურ ტრანსპორტზე საუბრობენ მოქალაქეები ქობულეთში. მათი ინფორმაციით, საღამოს 7-საათიადან მიკროავტობუსებს შორის ინტერვალი 40 წუთი გახდა.
შპს ,,ქობულეთის ტრანს რეგულირების“ სამსახურში აცხადებენ, რომ გრაფიკის შეცვლის მიზეზი პანდემიის გამო მგზავრთა შემცირებული რაოდენობაა. ამ ეტაპზე არ გაზრდილა მგზავრობის საფასური.