ბათუმის გადათხრილი და გადაკეტილი ქუჩები ტურისტულ სეზონზე

18 ივნისი 2020, 20:04 1621 ნახვა

სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ერთდროულად ჩაკეტილი ბათუმის ქუჩები, ვითარებას განსაკუთრებით ზაფხულის სეზონზე ართულებს. გადათხრილი ქალაქის ქუჩები მეტ საცობს და შესაბამისად დისკომფორტსაც ქმნის.

მოქალაქეებს განსაკუთრებით, მათი დროში გაჭიანურება აწუხებთ. თითო მონაკვეთზე რეაბილიტაციისთვის, 3-დან 6 თვემდეა საჭირო.

შექმნილ დისკომფორტზე მერიაში ამბობენ, რომ სხვაგვარად დაგეგმვა არ შეეძლოთ, რადგან სამუშაო ადგილების შერჩევა კონტრაქტორი კომპანიების პრეროგატივაა.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში