"ბათუმის წყლის" ინფორმაციით, ტექნიკური სამუშაოების გამო, 19 ივნისს 24:00 საათიდან 20 ივნისის 8:00 საათამდე წყალმოამრაგება შეუწყდება: გუდიაშვილის, მალაზონიას, გორდეზიანის, კაჭარავას ქუჩებს, გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩას-აბუსერიძის ქუჩიდან ბაგრატიონის ქუჩამდე. ბაგრატიონის ქუჩას-ჯავახიშვილის ქუჩიდან აღმაშენებლის ქუჩამდე.
კომპანიაში აცხადებენ, რომ წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ, შესაძლოა სარემონტო სამუშაოების გამო, წყალი იყოს მცირედით ამღვრეული, რაც გამოწვეულია მილზე არსებული ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მინერალების ჩამორეცხვით.