ხულოში საგამოცდო ცენტრი წელსაც გაიხსნება

17 ივნისი 2020, 18:30 982 ნახვა

საგამოცდო ცენტრი  ხულოს სკოლაში წელსაც მოეწყობა. უმაღლეს სასწავლებლებში მოხვედრას ხულოს 200-ზე მეტი კურსდამთავრებული შეეცდება. 110-მდე აბიტურიენტია რეგისტრირებული შუახევში, ხოლო ქედაში 130-ზე მეტი. 

საგანმანათლებლო დაწესებულებაში გამოცდებისთვის მოსამზადებელი  პროცედურები ანუ შესაბამისი აღჭურვა ჯერ არ  დაწყებულა. ხულოში საგამოცდო ცენტრი 2009 წლიდან ფუნქციონირებს. ერთიანი ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყება. ეროვნული გამოცდების პროცესში აბიტურიენტებმა უნდა იხელმძღვანელონ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ მკაცრად განსაზღვრული მითითებებით.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი