მუზეუმები მუშაობას განაახლებენ 

17 ივნისი 2020, 13:07 1390 ნახვა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, შიდა ტურიზმის გახსნის პარალელურად უახლოეს დღეებში მუშაობას დაიწყებენ მუზეუმები. ამის შესახებ დღეს გამართულ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე გახდა ცნობილი. 

მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ სტანდარტები, რომელთა დაკმაყოფილება სავალდებულო იქნება მუზეუმის პერსონალისა და ვიზიტორებისთვის, უკვე შემუშავებულია. რეგულაციები უახლოეს პერიოდში გამოქვეყნდება.

''გაზრდილი მობილობისა და შიდა ტურიზმის გახსნის პირობებში რისკების ეფექტური მართვის მიზნით, გრძელდება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, მათ შორის რესტორნებსა თუ სარეკრეაციო სივრცეებში, დადგენილი სტანდარტების შესრულების მკაცრი კონტროლი, დარღვევების შემთხვევაში კი გამოყენებულია კანონით განსაზღვრული ჯარიმები. ამასთანავე, კვლავ ძალაში რჩება რეკომენდაცია, რომლის თანახმად, საჯარო სამსახურში დასაქმებული პირები მუშაობას დისტანციურ რეჟიმში განაგრძობენ'' - წერია ინფორმაციაში. 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 888 დადასტურებული შემთხვევაა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი