ვირუსოლოგიური განყოფილების გახსნის მოთხოვნა იყო ბრიფინგის თემა, ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოსთან. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირწმუნება, რომ საავადმყოფოს რეაბილიტაციის შემდეგ ბავშვთა მკურნალობა გათვალისწინებული იყო, თუმცა მზია ქედელიძის თქმით ბავშვებს ბათუმში არ მკურნალობენ და თბილისში გადაჰყავთ.
ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ საავადმყოფო ყველა იმ მომსახურებას ასრულებს, რაც თავიდანვე იყო გათვალისწინებული. მკურნალობენ ბავშვებსაც. პაციენტები სხვა საავადმყოფოებში კი, მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში გადაჰყავთ.