ცხელი სეზონი და კვებითი ინტოქსიკაციის რისკები

16 ივნისი 2020, 20:28 1549 ნახვა

რამდენად უსაფრთხოა ქუჩაში ნაყიდი საკვები პროდუქტი? შეიძლება ითქვას, რომ ასეთ ადგილებში შეძენილი საკვებით, საფრთხის ქვეშ როგორც საკუთარ თავს, ასევე ოჯახის წევრებს ვაყენებთ. თუმცა მიზეზი მაინც ფასებია, რადგან ასეთ ადგილებში გასაყიდათ გამოტანილი პროდუქცია, ბევრად იაფია ვიდრე მარკეტებში, საზოგადოების გარკვეულ ნაწილს, მაინც აქ ურჩევნია მისი შეძენა. დახურულ ბაზარში მოვაჭრეები ამბობენ, რომ  სუფთა გარემოში შენახულ პროდუქტებზე მომხმარებელთა სიმცირეა. სპეციალისტები კი მოწამვლის შემთხვევებზე საუბრობენ, რომლებიც მათივე თქმით, სწორედ ზაფხულობით იზრდება , თუმცა გასულ წლებთან შედარებით ინფექციების შემთხვევები წელს არ გაზრდილა, ამას კი პანდემიის გამო შემუშავებულ რეგულაციებს უკავშირებენ.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი