130-მდე მეხანძრე-მაშველი 25 ერთეული ტექნიკით რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდა ვარკეთილში, შერეულ ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაციას. ცეცხლის ბეზინგასამართ სადგურსა და საცხოვრებელ კორპუსზე გავრცელების საფრთხეც იყო, თუმცა მისი თავიდან აცილება მოხერხდა.
რა გახდა ხანძრის მიზეზი ამას გამოძიება დაადგენს. თბილისის სახანძრო-სამაშველო სამმართველოს უფროსის ინფორმაციით, ხანძარი, სავარაუდოდ, გაჩნდა ბაზრობის შუა ნაწილში, სადაც ოთარ კერესელიძის თქმით, სავარაუდოდ ინახებოდა აალებადი ნივთიერებები, ასევე ფოიერვერკები.