წმინდა მესას დასრულების შემდეგ რომის პაპი “მარიამის ზეცად აღყვანების საკათედრო ტაძარში”, მღვდლებსა და ბერ-მონაზვნებს შეხვდა. მან რამდენიმე სასულიერო პირი დააჯილდოვა, შეკრებილებს სიტყვით მიმართა და ოჯახის სიწმინდეზე ისაუბრა. ფრანცისკე პირველი საქართველოში ვიზიტის მეორე დღეს მცხეთაში დაასრულებს. ფონტიფიკოსი ილია მეორესთან ერთად სვეტიცხოვლის ტაძარს დაათვალიერებს. რომის პაპმა დილიდან წმინდა მესა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე აღავლინა.