ხულოს მთებში მოიალაღეებს უფასო ტრანსპორტი წელსაც მოემსახურება. უფასო მგზავრობას მერია პირველი ივლისიდან ოქტომბრამდე უზრუნველყოფს. კურორტ ბეშუმში მარშრუტი ყოველდღიურად ივლის, ხოლო სხვა მიმართულებით იალაღებზე გრაფიკი დაწესდება. თვითმმართველობამ მომსახურებისთვის ტენდერი უკვე გამოაცხადა.