აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭომ, გასული წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. საბჭოს თავმჯდომარემ, მაუწყებლის პრიორიტეტების შესრულებაზე ისაუბრა, ასევე აქცენტი გააკეთა გარე აუდიტის დასკვნაზე. სხდომას ალტერნატიული პროფკავშირის წევრებიც ესწრებოდნენ. მმართველი გუნდის დეპუტატებმა მათ რეგლამენტი შეახსენეს და განუმარტეს, რომ გამოსვლით მას შემდეგ ისარგებლებდნენ რაც ანგარიშის წარდგენა და დეპუტატების შეკითხვები დასრულდებოდა.