,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მედპერსონალისთვის სახელფასო დანამატებისა და პრემიების გაცემას ითხოვს

10 ივნისი 2020, 11:14 1641 ნახვა

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“  მედპერსონალისთვის სახელფასო დანამატებისა და პრემიების გაცემას ითხოვს.  აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი გიორგი დიასამიძე აცხადებს, რომ მედიკოსები  პანდემიის დროს განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობდნენ.  

მისივე თქმით, მოსალოდნელია ვირუსის მეორე  ტალღა, ამიტომაც მედიკოსების ფინანსური წახალისება მნიშვნელოვანია. აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე აცხადებს, რომ ექიმები დაფასებას ნამდვილად იმსახურებენ და არამხოლოდ მატერიალურს, მაგრამ მისი თქმით ნაციონალური მოძრაობის დღის წესრიგით, არ აპირებენ ისინი რეაგირებას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი