საქართველოს პრემიერ მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში კოვიდინფიცირების 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან სამი სამედიცინო პერსონალია. გიორგი გახარიას თქმით, ორი მოქალაქის ინფიცირების წყარო ამ ეტაპზე უცნობია.
''დღეს კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევა გვაქვს საქართველოში, აქედან სამი არის სამედიცინო პერსონალი. ისინი ბოჭორიშვილის კლინიკის თანამშრომლები არიან, ორი შემთხვევა სამწუხაროდ წარმომავლობის თვალსაზრისით ჯერ კიდევ გაურკვეველია, მისი პირველწყარო არ არის ცნობილი. ფაქტობრივად ჩვენ კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ რეალურად საუბრები ეპიდემიის დამარცხებასთან დაკავშირებით, როგორც მინიმუმ ნაადრევია. ამიტომ მობილიზაციის კიდევ უფრო მაღალი ხარისხი გვმართებს'' - განაცხადა პრემიერმა.