მეკობრეების მიერ გატაცებული 9 ქართველი მეზღვაური სამშობლოში დაბრუნდა

08 ივნისი 2020, 10:08 1097 ნახვა

მეკობრეების მიერ გატაცებული 9 ქართველი მეზღვაური საქართველოში სპეციალური ავიარეისით თბილისი-ლაგოსი-თბილისი დაბრუნდა. მეზღვაურებს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი დახვდა.

მეზღვაურების გამოხსნის პროცესში საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან ერთად  მონაწილეობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და გემთმფლობელი კომპანია. ქართველი მეზღვაურები მეკობრეებმა 30 აპრილს გაიტაცეს, მათ ტყვეობაში 21 დღე გაატარეს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში