აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კორონავირუსის ახალი შემთხვევები დაფიქსირდა

07 ივნისი 2020, 18:17 1281 ნახვა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ ერთი ფაქტი დაფიქსირდა-ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის ოპერატიული შტაბი ავრცელებს. საოკუპაციო რეჟიმის ინფორმაციით, კორონავირუსი მოსკოვიდან დაბრუნებულ კიდევ ერთ კურსანტს დაუდგინდა და ის გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.  სულ ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების  36  შემთხვევა  დაფიქსირდა.

  32  კოვიდინფიცირებული ადამიანი მკურნალობს ცხინვალში.  დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში  კორონავირუსის  9  ახალი  შემთხვევა გამოვლინდა. მათგან 8 რუსეთიდან ჩამოსული სამხედრო სასწავლებლის კურსანტია და 1 მედდა, ყველა მათგანი იმყოფებოდა კარანტინში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი