აჭარის მაუწყებლის მრჩეველი ამბობს, რომ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს

07 ივნისი 2020, 15:14 1809 ნახვა

სიტყვიერ   შეურაცხყოფაში  ადანაშაულებს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველი, თამილა დოლიძე  პირს, რომელიც მისი თქმით,  მაუწყებლის ეზოში საპროტესტო აქციაზე გაშლილ კარავთან იმყოფებოდა.

 ამის შესახებ თამილა დოლიძემ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა. აპირებს,   ორშაბათს მიმართოს აქციის მონაწილეს, რომ  აგრესიული  პირები ტერიტორიას განარიდონ.  მოშიმშილე ალექსანდრა მილორავა აცხადებს, რომ პირი რომელზეც თამილა დილიძე სოციალურ ქსელში  საუბრობს მისი ორგანიზაციის წევრი არ არის, მომხდარს და აგრესიას  კი ემიჯნება. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი