დავით ბერძენიშვილმა არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების ფორმულა წარმოადგინა

06 ივნისი 2020, 10:02 1362 ნახვა

რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ გამარჯვების ფორმულაა - თბილისში ოპოზიციური რვიანი და თბილისს გარეთ სრული კონკურენცია და მეორე ტურში ურთიერთმხარდაჭერა.

“მკაფიოდ ვამბობთ რესპები, რომ თბილისს გარეთ ყველამ დააყენოს კანდიდატები ენმ-ს ბლოკის ჩათვლით. უმრავლეს შემთხვევაში, მეორე ტურში 5 ნომრის კანდიდატები გავლენ და გამაჯვებისთვის იბრძოლებენ. რეგიონებში (დიდ ქალაქებშიც) ნაცბლოკის მხრიდან კანდიდატების ალაგ-ალაგ დაყენება იქნება მარცხის ფორმულა. ბევრი სხვანომრიანი კანდიდატი პირწმინდად წააგებს ამ შემთხვევაში. გამარჯვების ფორმულაა - თბილისში ოპოზიციური რვიანი და თბილისს გარეთ სრული კონკურენცია და მეორე ტურში ურთიერთმხარდაჭერა.

ზოგი პატარა პარტიის ძლიერი კანდიდატი ამა თუ იმ ოლქში იქნება მეორე ტურში გასვლისთვის კონკურენტუნარიანი. არცთუ იშვიათად მომხდარა ასე. ამასთანავე, უმრავლესობა 5 ნომრიანი ძლიერი კანდიდატი იქნება. მეორე ვადის მიწურულს მტრის ხატზე აგებულმა პოლიტიკა - „მგელი მოდის“ ტაქტიკა გაცვდა და ჩაილურის წყალი დალია”, - აცხადებს დავით ბერძენიშვილი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი