გიორგი გახარია ქუთაისის აეროპორტში ახალი ტერმინალის მშენებლობის პროცესს გაეცნო

05 ივნისი 2020, 14:39 1593 ნახვა

პრემიერ-მინისტრი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ტერმინალის მშენებლობის პროცესს გაეცნო. პრემიერთან ერთად დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში იმყოფებოდა, ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი.

აეროპორტში პროექტის მეორე ფაზით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობს. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველო 1-ლი ივლისიდან საერთაშორისო ტურისტებს ელოდება, შესაბამისად, მსოფლიო პანდემიის გამოწვევების გათვალისწინებით, ქვეყნის აეროპორტებში უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტები აქტიურად ინერგება.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, ახალი ტერმინალის მშენებლობის პარალელურად, მშენებლობის მესამე ეტაპით განსაზღვრული სამუშაოებიც მიმდინარეობს. გარდა ამისა, პოლონური კომპანია Dimark group აეროპორტში თანამედროვე სისტემებს ამონტაჟებს, რაც მგზავრობას კიდევ უფრო კომფორტულს გახდის. დღესვე პრემიერ-მინისტრი შეხვედრას გამართავს ტურისტული სექტორის წარმომადგენლებთან. სავარაუდოდ, გიორგი გახარია მედიასთან კომენტარს ამ შეხვედრის შემდეგ გააკეთებს.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი