საგამოძიებო სამსახურმა კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებულთათვის კომპენსაციების გაცემის სამთავრობო პროგრამით უკანონოდ სარგებლობის მიზნით ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა.
კომპანიის ხელმძღვანელმა დაამზადა სამსახურებრივი ცნობები 11 პირის სახელზე, თითქოსდა ისინი იყვნენ დაქირავებული თანამშრომლები. 21 მარტიდან COVID 19-ის გამო კი უხელფასო შვებულებაში იმყოფებოდნენ.
ყალბი ცნობები 50 ლარად გაასაღა. შემთხვევა კახეთში მოხდა.
უწყების ინფორმაციით, ბრალდებული ნასამართლევია ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე და ამჟამად იმყოფება პირობითი მსჯავრის ქვეშ.