ბათუმში, 5 დღეში 549 პირს პირბადის გარეშე მგზავრობისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტი დაატოვებინეს

03 ივნისი 2020, 17:27 2662 ნახვა

ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია 29 მაისიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მონიტორინგს ახორციელებს.  უწყების ინფორმაციით, 5 დღის განმავლობაში მუნიციპალური ავტობუსი 9 584-ჯერ შემოწმდა. 6 967-ჯერ კი სამარშრუტო ტაქსი. 
მაკონტროლებლებმა მუნიციპალურ ავტობუსში ბილეთის გარეშე მგზავრობისთვის 36 პირი დააჯარიმეს. 

549 პირს კი პირბადის გარეშე მგზავრობისთვის ტრანსპორტი დაატოვებინეს.

მუნიციპალური ინსპექციის განმარტებით, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის გარეშე მგზავრი არ დაიშვება. იკრძალება კონდენციონერის გამოყენება, ყველა მოძრავი საქარე მინა ღია უნდა იყოს. ფეხზე მდგომი მგზავრების ტრანსპორტირება მიკროავტობუსში აკრძალულია.

ასევე დღის განმავლობაში რამდენჯერმე უნდა განხორციელდეს სალონებში არსებული ხელის სადეზინფექციო დისპენსერის შევსება. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი