აზიის განვითარების ბანკთან ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლის ფარგლებშიც, საქართველო კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლისთვის 92 მლნ 300 ათას ევროს მიიღებს. დაფინანსება მოხმარდება პანდემიით შექმნილი ვითარების ეკონომიკური ხარჯების შემსუბუქებას, მაკროეკონომიკური პირობებისა და მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებას.