საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასთან ალექსანდრე მილორავა მეხუთე დღეა შიმშილობას აგრძელებს. დღეს ორგანიზაცია „ მე მიყვარს ბათუმს“ „ახალგაზრდობის ხმა“ შეუერთდა. მათ შენობასთან გიორგი კოხრეიძის მარიონეტი მოიტანეს და ჩამოკიდეს.
მთავარი მოთხოვნაა თანამდებობიდან გადადგეს მაუწყებლის დირექტორი და საინფორმაციო სამსახურის უფროსი. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ გუშინ მაუწყებელთან მიმდინარე პროცესები არასწორად გაშუქდა.