ბათუმში მუნიციპალური სასადილოების მუშაობა განახლდა

02 ივნისი 2020, 10:41 1098 ნახვა

ბათუმში მუნიციპალური სასადილოების მუშაობა განახლდა. ბენეფიციარები საკვების მიღებას  ჩვეულ რეჟიმში შეძლებენ.  ბათუმის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, სასადილოებში რეგულარულად ტარდება დეზინფექცია, დაცულია  სოციალური დისტანცია და გათვალისწინებულია საკოორდინაციო საბჭოს მიერ დადგენილი ყველა რეკომენდაცია.

კორონავირუსის პანდემიის გამო ბათუმში მუნიციპალურმა სასადილოებმა  მუშაობა 1 აპრილიდან შეწყვიტა. სასადილოს ბენეფიციარებისთვის  სასურსათო პაკეტების  გაცემა ხდებოდა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი