დე ფაქტო აფხაზეთმა ენგურის ხიდი ისევ ჩაკეტა

02 ივნისი 2020, 09:31 1579 ნახვა

 დე ფაქტო აფხაზეთმა  ენგურის ხიდი  ისევ ჩაკეტა. რა ვადით არის აკრძალული გადაადგილება საოკუპაციო ხაზზე უცნობია. ამ გადაწყვეტილებამდე რამდენიმე საათით ადრე აფხაზურმა მედიამ დე ფაქტო რესპუბლიკის უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ 1 ივნისიდან ენგურის ხიდზე გადაადგილება ისევ აიკრძალებოდა.

„საზღვარი“ 26 მაისიდან ცალმხრივად გაიხსნა რათა „საქართველოში მყოფი მოქალაქეებისთვის, რომლებმაც აფხაზეთში დაბრუნება კარანტინის გამო ვერ შეძლეს“, ამის შესაძლებლობა მიეცათ. 
 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი