არსებობს ეკლესიის სამართალი და თუ ამ სამართლით მეუფე პეტრე დამნაშავეა, ის დაისჯება - მეუფე იოანე

01 ივნისი 2020, 15:39 1593 ნახვა

ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი არ აკონკრეტებს დაუჭერს თუ არა მხარს მეუფე პეტრეს ეკლესიიდან გაკვეთას. მეუფე იოანე გამრეკელი მღვმდელმსახურის შესახებ ამბობს, რომ არსებობს ეკლესიის სამართალი და თუ ამ სამართლით მეუფე პეტრე დამნაშავეა, ის დაისჯება.

"სინოდის სხდომა როდის იქნება, არ ვიცი, რა იქნება ეგეც არ ვიცი, თქვენ ჩემზე მეტი იცით, ეკლესიას აქვს თავისი სამართალი, საუკუნეებია ეს სამართალი არსებობს, რასაც დაადგებს სამართლი იმის მიხედვით მოხდება, თუ დამნაშავეა, დაისჯება. მეუფე პეტრეს ურჩიეს ცოტა ხნით განმარტოებულიყო და დამშვიდებულიყო, დამშვიდდა თუ არა არ ვიცი", - განაცხადა მეუფე იოანემ.

მეუფე ასევე გამოეხმაურა მეუფე ანტონის განცხადებას ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ არ იცის, რა კურსი გვაქვს, თუმცა აცხადებს, რომ ევროპამ საქართველო დატოვა.

"ვინც თქვა, იმას კითხეთ, რა კურსი გვაქვს, არ ვიცი, ევროპა საქართველოდან წავიდა და ევროპამ იკითხოს, ჩვენ კავკასიური რასა ვართ, ეს იციან საუკუნეების მანძილზე"-განაცხადა მეუფე იოანემ.

მეუფე იოანე ასევე გამოეხმაურა მამა გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხს, მისი თქმით, თუ რეგულაციები შეიცვალა, შესაძლოა, განმეორებით მიმართონ პრეზიდენტს. ქუთათელ- გაენათელი მიტროპლიტის თქმით, მას არ აქვს ინფორმაცია როდის გაიმართება სინოდის მორიგი სხდომა.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი