ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე ავტომობილი ქვეითს დაეჯახა. სასწრაფო დახმარების ცენტრის ინფორმაციით, დაშავებული მრავლობითი ტრავმებით კლინიკაში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა საშუალო სირთულის იყო.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.