ე.წ სამხრეთ ოსეთში შეზღუდვები იხსნება

31 მაისი 2020, 15:03 1098 ნახვა

ე.წ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობა შეზღუდვებს ხსნის.  ე.წ. პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი აცხადებს, რომ კოვიდ -19-ის პანდემიის გამო რეგულაციები მოიხსნება  და საჯარო სამსახურში დასაქმებული პირები ვალდებულნი იქნებიან სამსახურს დაუბრუნდნენ.

ე.წ სამხრეთ ოსეთი რუსეთთან საზღვრებს 30 ივნისამდე არ გახსნის, ასევე აკრძალული რჩება სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებების, მათ შორის ქორწილების გადახდაც.ამ დროისთვის ოკუპირებულ რეგიონში კოვიდინფიცირების 39 შემთხვევაა დაფიქსირებული. რაც შეეხება ოკუპირებულ აფხაზეთს, რეგიონში კოვიდ -19-ის შემთხვევათა რაოდენობა არ გაზრდილა, კორონავირუსი საერთო ჯამში 28 პირს დაუდგინდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი