ბათუმი ევროპის ყველაზე უსაფრთხო მიმართულებების ტოპ ათეულშია

31 მაისი 2020, 01:38 5333 ნახვა

European Best Destinations-ის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგში ევროპაში ყველაზე უსაფრთხო მიმართულებად თბილისი და ბათუმი დასახელდა. ისინი Covid 19-ის თვალსაზრისით, ყველაზე უსაფრთხო მიმართულებების TOP ათეულში არიან. European Best Destinations - მილიონობით მოგზაურს და მსოფლიოში წამყვან ტურისტულ პლატფორმებს აერთიანებს.

„ბათუმი არაჩვეულებრივი ტურისტული მიმართულებაა, რომელიც მთელი სიცოცხლე მოგონებებით აღსავსეს,  დაგტოვებთ. შეუძლებელია ბათუმში მოიწყინო. აქ შეგიძლიათ დატკბეთ სანაპიროებით, ბუნებით, შოპინგით, კულტურით, გასტრონომიით, ღვინის ტურიზმითა და უნიკალური ღირსშესანიშნაობებით.

ეს არის აჭარის რეგიონის მთავარი და საქართველოს სიდიდით მეორე ქალაქი. ეს ულამაზესი ქალაქი გეპატიჟებათ, რათა განიცადოთ როგორც ისტორიული უძველესი ადგილების კონტრასტი, ასევე თანამედროვე ცხოვრების წესი.

ბათუმი, უსაფრთხოა არამხოლოდ კორონავირუსის თვალსაზრისით არამედ კრიმინალის დონე 5-ჯერ უფრო დაბალია, ვიდრე ევროპული ქვეყნების დედაქალაქებში.

საქართველოში Covid-19–ის 260 – ჯერ ნაკლები შემთხვევა ფიქსირდება, ვიდრე ევროპის ყველაზე დაუზიანებელ ქვეყნებში. ქვეყანა საზღვრებს საერთაშორისო ვიზიტორებისათვის პირველ ივლისს ხსნის და შესაბამისად ნერგავს უსაფრთხოების ნორმებს, რათა დაიცვას მოგზაურების და საკუთარი მოქალაქეების ჯანმრთელობა და მისცეს მათ საშუალება, ისიამოვნონ უსაფრთხო დასვენებით. – წერია სტატიაში.

European Best Destinations-ის 20 ყველაზე უსაფრთხო სამოგზაურო მიმართულებებად დასახელებულია: ვარშავა, ვენა, ვილნიუსი, რიგა.

European Best Destinations-ი არის ევროპის წამყვანი დამოუკიდებელი ორგანიზაცია, რომელიც შეიქმნა ევროპაში კულტურისა და ტურიზმის ხელშეწყობისა და პოპულარიზაციის მიზნით.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი