სპორტულმა ფედერაციებმა და ორგანიზაციებმა საწვრთნელი და საშეჯიბრო პროცესის ორგანიზებისას მკაცრად უნდა დაიცვან უსაფრთხოების ნორმები და იხელმძღვანელონ შემუშავებული რეკომედაციების მიხედვით, რომელიც ითვალისწინებს დეზინფექციის, სავალდებულო კარანტინის, ჰიგიენური ნორმების დაცვას. „ახალი კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე დაწესებული შეზღუდვებისგან გამონაკლისების დაშვების დროებითი პროტოკოლი“ შემუშავდა.
გავრცელებული რეკომენდაციების მიხედვით, გამონაკლისები სპორტის სახეობების სპეციფიკის გათვალისწინებით დაიშვება, რომელიც უკავშირდება კონტაქტური და არაკონტაქტური ვარჯიშის ფორმას. სპორტის კონტაქტური სახეობების შემთხვევაში როგორიცაა მაგალითად ძიუდო, ჭიდაობა, სამბო სპორტსმენებისთვის განისაზღვრა ორ მეტრზე ნაკლები დისტანციის დაცვა.ხოლო სპორტის არაკონტაქტური სახეობების შემთხვევაში კანოე, მშვილდოსნობა, უნდა დაიცვან ორი მეტრზე მეტი დისტანცია.