შემოსავლის გარეშე დარჩენილი ოჯახი დახმარებას   ითხოვს

30 მაისი 2020, 15:16 2128 ნახვა

ბათუმში  მცხოვრები   მარტოხელა დედა  სახელმწიფოსგან  დახმარებას ითხოვს. სამსახური  დალი  ბოლქვაძემ  პანდემიის გამო  დაკარგა.როგორც გვიყვება თვითდასაქმებულია, თუმცა ამის  დამამტკიცებელი ოფიციალური  საბუთის წარმოდგენა არ შეუძლია, რადგან  დამლაგებლად  კერძო  პირებთან    მუშაობდა. ამბობს, რომ    ბინის ქირის  3 თვის  თანხის , ჯამში  1200 ლარის გადაუხდელობის შემთხვევაში     შესაძლოა  საცხოვრებლის გარეშე დარჩეს.

ბოლქვაძე ირწმუნება, რომ  წერილით მიმართა როგორც ბათუმის მერიას,ასევე აჭარის მთავრობას, თუმცა  პასუხი არ მიუღია.სახელმწიფო უწყებებს   დროული რეაგირებისკენ მოუწოდა  ევროპული   საქართველოს წევრმა ,რომლის  განცხადებითაც   კორონავირუსის გავრცელების გამო მსგავსი  პრობლემა  ბევრ ოჯახს შეექმნა და  უმუშევრად დარჩენილები დახმარებას  ვერ  ღებულობენ.  აჭარის მთავრობის პრესსამსახურში  გვითხრეს, რომ აღნიშნული მოქალაქის  წერილი  ორშაბათს განიხილება და შესაბამისი სამსახურები  გადაწყვეტენ რა სახის დახმარება გაუწევენ.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში