საქართველოს ელჩი თურქეთში საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს

30 მაისი 2020, 12:30 2682 ნახვა

თურქეთის რამდენიმე ქალაქში კომენდანტის საათის ამოქმედებასთან დაკავშირებით საქართველოს ელჩი გიორგი ჯანჯღავა ინფორმაციას ავრცელებს. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მიმდინარე წლის 29 მაისის 24 საათიდან 31 მაისის 24 საათამდე მოქალაქეებს ქუჩაში გასვლა ეკრძალებათ თურქეთის შემდეგ ქალაქებში: ანკარა, ბალიქესირი, ბურსა, ესქიშეჰირი, გაზიანთეფი, სტამბოლი, იზმირი, კაისერი, ქოჯაელი, კონია, მანისა, საქარია, სამსუნი, ვანი და ზონგულდაქი.

კითხვების არსებობის შემთხვევაში, ჩამოთვლილ ქალაქებში  საქართველოს საელჩოებს უნდა დაუკავშირდეთ ცხელი ხაზზე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი