პარლამენტში დღეს პრემიერ მინისტრს კიდევ ერთხელ მოუსმენენ. გიორგი გახარია საკანონმდებლო ორგანოში ამჯერად "ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" ფრაქციებმა ინტერპელაციის წესით დაიბარეს.
ოპოზიციონერი დეპუტატები პრემიერ-მინისტრს კითხვებს კორონავირუსის გამო ქვეყანაში შექმნილ კრიზისის, შემოსავლის გარეშე დარჩენილი მოქალაქეების დახმარებისა და ეკონომიკური აღდგენის გეგმის, ეროვნული ვალუტის გაუფასურების ირგვლივ დაუსვამენ.
ინტერპელაციის წესით პრემიერ მინისტრის პარლამენტში გამოსვლა 14:00 საათზე დაიწყება.
გიორგი გახარია საკანონმდებლო ორგანოში 2 დღის წინ, 27 მაისსაც იმყოფებოდა. მან დეპუტატებს პანდემიის დროს მთავრობის საქმიანობის შესახებ ანგარიში წარუდგინა.