სოფელ მუხაესტატეს მცხოვრებლებს წყლის პრობლემა აქვთ

28 მაისი 2020, 20:36 3920 ნახვა

სოფელ მუხაესტატეს მცხოვრებლებს წყლის პრობლემა აქვთ. რამდენიმე ოჯახი წლებია ერთადერთი წყაროთი სარგებლობს. დასალევად და საჭმლის მოსამზადებლად  წყალს  ყოველდღიურად,  საკმაოდ შორი მანძილიდან ეზიდებიან. ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ ყოფილი  მეურნეობის ბინებში მცხოვრები ოჯახების გარდა,  იგივე პრობლემა,  სოფელ მუხაესტატეში მცხოვრებ   დაახლოებით 450-ოჯახსაც აქვს.  ამ სოფლებში ჭაბურღილები ორმა კომპანიამ ააშენა, მერიაში კი ამბობენ, რომ ეს ოჯახები, ზენითის სათავე ნაგებობიდან შუუფერხებლად მარაგდებიან. 

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში