საქართველო რუსეთს ღია ცის ხელშეკრულების დარღვევაში ადანაშაულებს

27 მაისი 2020, 15:53 1350 ნახვა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უპასუხა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ბრალდებას, რომ საქართველო ღია ცის ხელშეკრულებას არღვევს და დესტრუქციულად მოქმედებს. საქართველოს საგარეო უწყება რუსეთს თავად სდებს ბრალს წლების განმავლობაში, ღის ცის ხელშეკრულების სისტემატურად დარღვევასა და შეთანხმების პოლიტიზებაში. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, სიახლეს არ წარმოადგენს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გუშინდელი განცხადება, დაუშვას ღია ცის ხელშეკრულებასთან დაკავშირებული სადამკვირვებლო ფრენები 10-კილომეტრიან ზონებში, ეს პოზიცია ორი წლის წინაც გამოხატა და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ რუსეთი არ აპირებს თავისი პოლიტიკური მიზნების შეცვლას. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორი წლის განმავლობაში საქართველო აწარმოებდა კონსულტაციებს პარტნიორებთან, რათა მათ დაერწმუნებინათ რუსეთი, უარი ეთქვა პოლიტიზებულ მიდგომაზე და დაბრუნებოდა ხელშეკრულების სრულფასოვან შესრულებას. ღია ცის შესახებ 1992 წლის ხელშეკრულება მონაწილე ქვეყნებს შესაძლებლობას აძლევს, ერთმანეთის ტერიტორიის თავზე აწარმოონ ფრენები სამხედრო ობიექტების სამეთვალყურეოდ.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი