საზოგადოებრივი მოძრაობა „მე მიყვარს ბათუმის“ წევრები საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის გადადგომას ითხოვენ. მათი განცხადებით, მაუწყებლის დირექტორი ხელისუფლების დაკვეთას ასრულებს და ის დევნის თავისუფალი სიტყვის გარანტორ თანამშრომლებს, ასევე უსაფუძვლოდ გაათავისუფლა კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტები. მოძრაობის წევრები თანამდებობის დასატოვებლად მაუწყებლის დირექტორს 2 დღიან ვადას აძლევენ. წინააღდეგ შემთხვევაში პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ.
მოძრაობა „ მე მიყვარს ბათუმის“ წევრების აქციას საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის წერილობით პასუხობს. გიორგი კოხრეიძე ამბობს, რომ შესაბამისი მასალების გაცნობის შემდეგ, ყველასთვის ნათელი გახდება, რომ მაუწყებლის გადაწყვეტილება იყო კანონიერი და გარდაუვალი აუცილებლობით განპირობებული. დირექტორი აღნიშნავს რომ ბოლო პერიოდში მაუწყებლის შესახებ ყალბი ინფორმაციები ვრცელდება.