1921 წელს დაღუპული ქართველი იუნკერები ,,ლელო საქართველოსთვის’’ წევრებმა გაიხსენეს. ბათუმში, გმირთა მემორიალთან შეკრებილებმა დამოუკიდებლობის დღის მნიშვნელობასა და გმირების გაწეულ ღვაწლზე ისაუბრეს.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, პარტია „ევროპულმა საქართველომ“ ინიციატივა გამოთქვა, რომ რესტავრაცია ჩაუტარდეს დარბაზს, სადაც პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელმა კრებამ დამოუკიდებლობის აქტი მიიღო და ამ დარბაზში ჩატარდეს მნიშვნელოვანი ღონისძიებები და სხდომები.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, "ნაციონალური მოძრაობის" წევრები მთაწმინდის პანთეონში იმყოფებოდნენ. მათ ქაქუცა ჩოლოყაშვილის საფლავი გვირგვინით შეამკეს.