ქართველი მეზღვაურები დიდი ბრიტანეთის დროშის ქვეშ მცურავ გემებზე დასაქმებას შეძლებენ

25 მაისი 2020, 10:53 3629 ნახვა

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, ქართველი მეზღვაურები დიდი ბრიტანეთის დროშის ქვეშ მცურავ გემებზე დასაქმებას შეძლებენ. გაერთიანებულმა სამეფომ ქართველ მეზღვაურთა სერთიფიკატები აღიარა. 

უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ საქართველოს და დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოს შორის მეზღვაურთა სერტიფიკატების ურთიერთაღიარების მემორანდუმს მოეწერა ხელი.

„სახელმწიფოს ძალისხმევის შედეგად მივაღწიეთ დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს მიერ ჩვენი მეზღვაურების აღიარებას. ​ეს არის უდიდესი გამოწვევა და შესაძლებლობლობა ჩვენი კერძო სექტორისათვის: საკრუინგო კომპანიებს და ქართველ მეზღვაურებს გაეხსნათ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო დასაქმების ბაზარი. ამ აღიარებით დასაქმებისთვის იხსნება ისეთი მსხვილი დროშებიც, როგორებიცაა: კაიმანი, მენის კუნძულები, გიბრალტარი და ბრიტანეთის სხვა დამოკიდებული ტერიტორიები.

ამავდროულად დიდი ბრიტანეთის აღიარება საქართველოს საზღვაო განათლების და სერტიფიცირების სისტემისათვის ნდობის გამოცხადებაა, რაც წლების დაუღალავი შრომის შედეგია და ვფიქრობ, რომ ეს ქართული საზღვაო სექტორის მნიშვნელოვანი მიღწევაა საერთაშორისო ასპარეზზე,“ - განაცხადა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა თამარ იოსელიანმა.

გაერთიანებული სამეფოს დროშების ქვეშ მსოფლიოში სიდიდით მე-18 ადგილზე მყოფი სავაჭრო ფლოტია, რომლის ქვეშ 1300-ზე მეტი გემი დაცურავს.

2018 წლის ბოლოს დროშის საერთო ტევადობა (Gross Tonnage) 16 მილიონი იყო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი