აჭარაში ტურისტული პოტენციალის დამატებითი კვლევა დაიწყო. ახალი ტურისტული ღირსშესანიშნაობების, ჩანჩქერების, მთებისა და ტურისტული ობიექტების მოძიებასა და კვლევას ტურიზმის დეპარტამენტი ახორციელებს, რაზე დაყრდნობითაც ახალი ტურისტული მარშრუტების მარკირების პროექტები მომზადდება.
პროექტი გონიო-კვარიათი-სარფის მიმართულებით ლაზური თემატიკის ტურისტული პროდუქტის შექმნას, ხულოს მუნიციპალიტეტში გოდერძის უღელტეხილისა და ბეშუმის მიმდებარე ტერიტორიებთან არსებული ნამარხი ტყეებისა და იქ არსებული სამკურნალო ტალახების ლაბორატორიულ შესწავლასაც ითვალისწინებს. ერთ-ერთ ახალ ტურისტულ მარშრუტად ხელვაჩაურში, სოფელი კაპნისთავი სახელდება.